ავტორიზაცია

გუნდი, რომლის გამოც მანე ლივერპულთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

გუნდი, რომლის გამოც მანე ლივერპულთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს
თარიღი 18 მაი 2022, 22:21

სადიო მანე „ლივერპულთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას ევროპული გრანდების მხრიდან ინტერესის გამო აჭიანურებს.

როგორც Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი წერს, თუ 30 წლის ფეხბურთელი ზაფხულში „ლივერპულის“ დატოვებას გადაწყვეტს, მისთვის ბრძოლაში ფავორიტი „პსჟ“ იქნება.

ფრანგული კლუბის მხრიდან სერიოზული ინტერესი და მათ მიერ შემოთავაზებული ხელფასი აიძულებს ფეხბურთელს, რომ „ლივერპულთან“ მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე შეაჩეროს და დაეჭვდეს, რამდენად მართებულია „ენფილდზე“ დარჩენა.

თავის მხრივ, „პსჟ“ მანეს კილიან მბაპეს პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს, რომელმაც თავის მომავალზე საკუთარი გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა გამოაცხადოს.