ავტორიზაცია

ბარსელონა რაფინიას ხელში ჩასაგდებად ძალებს არ იშურებს და საკმაოდ მსუყე შეთავაზება გაამზადა

ბარსელონა რაფინიას ხელში ჩასაგდებად ძალებს არ იშურებს და საკმაოდ მსუყე შეთავაზება გაამზადა
თარიღი 19 მაი 2022, 10:44

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა მომავალ ზაფხულს "ლიდსის" გარემარბის, რაფინიას ხელში ჩაგდებას გეგმავს.

კატალონიური გრანდი 25 წლის ბრაზილიელში 55 მილიონ ევროს იხდის + 10 მლნ ბონუსების სახით, იუწყება გამოცემა UOL.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რაფინიამ "ბლაუგრანასთან" 5-წლიანი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.

აღსანიშნავია, რომ "ლიდსის" გარემარბს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

რაფინია ინგლისურ კლუბს 2020 წლის ოქტომბერში "რენიდან" 18,6 მილიონ ევროდ შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.