რამდენად რეალურია ინტერესი? - ლაზარე კუპატაძის შეძენა ლეგიას სურს
პოლონურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "დინამო ბათუმის" მეკარის ლაზარე კუპატაძის შეძენით ვარშავის "ლეგია" ინტერესდება.
ვარშაველთა მხრიდან ეს ინტერესი საკმაოდ რეალურია - ისინი მეკარის ძიებაში არიან, მთავარი კანდიდატი კი სწორედ ლაზარეა.
ტრანსფერის ალბათობას კიდევ უფრო ის ზრდის, რომ ბათუმელთა ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი წლების წინ სწორედ "ლეგიაში" თამაშობდა და მათთან ახლო კომუნიკაცია აქვს.
"ლეგია" ყველაზე დიდი და ისტორიული პოლონური კლუბია, თუმცა ამ სეზონში ჩავარდნა ჰქონდათ და გავარდნას გადარჩნენ.