ავტორიზაცია

ბაიერნმა დემბელესა და მანეს შორის არჩევანი გააკეთა

ბაიერნმა დემბელესა და მანეს შორის არჩევანი გააკეთა
თარიღი 19 მაი 2022, 15:43

"ბაიერნი" "ბარსელონას" თავდამსხმელ უსმან დემბელეთი არ ინტერესდება, წერს ცნობილი გერმანული გამოცემა Kicker-ი.

მიუნხენურ გრანდში ფიქრობენ, რომ შეტევის ფლანგები კარგადაა დაკომპლექტებული, სადაც კინგსლი კომანი, სერჟ გნაბრი და ლეროი სანე თამაშობენ.

ამასთანავე, "რეკორდმაისტერი" "ლივერპულის" თავდამსხმელ სადიო მანეს მიმართ იჩენს ყურადღებას - სწორედ მას განიხილავს შეტევის ხაზის გაძლიერების შესაფერის ვარიანტად.

გავრცელებული ცნობით, "ბაიერნი" დემბელეს იმ შემთხვევაშიც არ დაიმატებს, თუ გნაბრი 2023 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის. მაგრამ კლუბში იმედი აქვთ, რომ სერჟი ახალ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.

დემბელეს "ბარსასთან" თანამშრომლობის ვადა ამ ზაფხულს ეწურება. 2021/22 წლების სეზონში 25 წლის ფრანგმა ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.