ავტორიზაცია

კარაგერი: "კოუტინიოსა და ვეინალდუმის მაგალითები სალაჰისთვის გაკვეთილი უნდა იყოს"

კარაგერი: "კოუტინიოსა და ვეინალდუმის მაგალითები სალაჰისთვის გაკვეთილი უნდა იყოს"
თარიღი 19 მაი 2022, 15:50

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა გუნდის თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან მინდა, რომ მო სალაჰმა ახალი კონტრაქტი გააფორმოს და ვფიქრობ, ეს უნდა გააკეთოს. კლოპმა კარგი ფეხბურთელები ბრწყინვალე მოთამაშეებად აქცია და სალაჰიც მათ შორისაა. ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და სუპერვარსკვლავი გახდა".

"ასე მოხდა ვეინალდუმის, კოუტინიოს შემთხვევებშიც. იყო ემრე ჩანიც, მაგრამ ეს უკანასკნელი დანარჩენების დონეზე არ არის. ყველა მათგანმა იფიქრა, რომ უფრო მაღალ ხელფასს იმსახურებდა, სამუშაო ადგილის შეცვლა გადაწყვიტა და ძველებურად ვეღარ ითამაშა".

"ეს სალაჰისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. პრემიერ ლიგა შეეფერება, კლოპი შეეფერება, კლუბი შეეფერება, იქ სუპერვარსკვლავად იქცა", - განუცხადა კარაგერმა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, 29 წლის ეგვიპტელ სუპერვარსკვლავს "ლივერპულთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება და კლუბს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ უთანხმდება.