ავტორიზაცია

კომპრომისი მიღწეულია - დი მარია ახალ სეზონს სხვა ტოპ კლუბში დაიწყებს

კომპრომისი მიღწეულია - დი მარია ახალ სეზონს სხვა ტოპ კლუბში დაიწყებს
თარიღი 19 მაი 2022, 15:56

"პარი სენ ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოს არის.

დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, 34 წლის არგენტინელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინულ გრანდს შეუერთდება.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, დი მარიამ "ბებერ ქალბატონთან" ერთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.

გავრცელებული ცნობით, მხარეები შეთანხმებაში ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელების პუნქტის ჩადებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

2021/22 წლების სეზონში დი მარიამ "პსჟ"-ს მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.