ავტორიზაცია

ბარსელონა და ალონსო შეთანხმებასთან ახლოს არიან, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა

ბარსელონა და ალონსო შეთანხმებასთან ახლოს არიან, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 19 მაი 2022, 16:05

"ჩელსის" მარცხენა მცველი, მარკოს ალონსო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება "ბარსელონაში" გადავიდეს.

კატალონიურ გრანდსა და 31 წლის ესპანელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ალონსოს ლა ლიგაში დაბრუნება რაც შეიძლება სწრაფად სურს, სადაც 2009/10 წლების სეზონში "რეალის" მაისურით ერთი მატჩი ჩაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ამ ზაფხულს "არისტოკრატების" უკანახაზელში არანაირი თანხის გადახდას არ აპირებს, რაც პრობლემას წარმოადგენს, რადგან ამ უკანასკნელს "ჩელსისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

2021/22 წლების სეზონში ალონსომ ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 ასისტიც მიითვალა.