ავტორიზაცია

მანჩესტერის ვარსკვლავი ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის და მას გუნდიდან გაშვებას უპირებს - Sky Sport

მანჩესტერის ვარსკვლავი ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის და მას გუნდიდან გაშვებას უპირებს - Sky Sport
თარიღი 19 მაი 2022, 18:31

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ინგლისურ კლუბში თავისი სათამაშო ფილოსოფიის დანერგვა სურს.

Sky Sport-ის ჟურნალისტზე დარმეშ შეფზე დაყრდნობით, ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში აარონ ვან-ბისაკა არ შედის და გუნდიდან მის წასვლას მწვანე შუქს უნთებს. ინგლისელი მარჯვენა ფლანგის მცველი თუ სხვა კლუბში პირდაპირ არ გაიყიდება, აქტიურად განიხილება იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით გაშვების ვარიანტიც. 

მოგეხსენებათ, "წითელმა ეშმაკებმა" ვან-ბისაკა 2019 წელს "კრისტალ პალასიდან" შეიძინეს. მან ამ სეზონში, პრემიერ ლიგაში მხოლოდ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა ვერაფრით შეძლო.