ავტორიზაცია

ტომას ფრანკი: "თუ ერიქსენი გუნდში დარჩება, გულშემატკივრები ძეგლს დაუდგამენ"

ტომას ფრანკი: "თუ ერიქსენი გუნდში დარჩება, გულშემატკივრები ძეგლს დაუდგამენ"
თარიღი 19 მაი 2022, 18:51

"ბრენტფორდის" დანიელი მთავარი მწვრთნელი ტომას ფრანკი მიიჩნევს, რომ კრისტიან ერიქსენის დამატება გასაოცრად წარმატებული გამოდგა.

"ვფიქრობ, ერიქსენის ტრანსფერმა გუნდი სერიოზულად გააძლიერა და მიზნების მიღწევაში დაგვეხმარა. მან ისეთი ხარისხის თამაში შემოგვთავაზა, როგორიც გულშემატკივრებს აქამდე ნანახი არ ჰქონდათ.

ჩვენ კრისტიანს დახმარების ხელი გავუწოდეთ და ფეხბურთის ძალა კვლავ განვაცდევინეთ. თუ ის გუნდში დარჩება, ფანები 3 წელში ძეგლს დაუდგამენ. თუ დაგვტოვებს, ამას გაგებით მოვეკიდებით და წარმატებებს ვუსურვებთ." - ციტირებს დანიელი სპეციალისტის სიტყვებს BBC Sport.

შეგახსენებთ, რომ "ფუტკრებმა" ერიქსენი 6 თვიანი იჯარით იანვარში დაიმატეს. ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გულის შეტევის შემდეგ, "ბრენტფორდი" აღმოჩნდა პირველი გუნდი, რომელმაც 30 წლის ნახევარმცველთან პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება გაბედა.