ავტორიზაცია

ხავი ნაპოლის მცველს კალიდუ კულიბალის პირადად შეხვდა და შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრა

ხავი ნაპოლის მცველს კალიდუ კულიბალის პირადად შეხვდა და შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრა
თარიღი 19 მაი 2022, 19:17

"ბარსელონას" ესპანელი დამრიგებელი ხავი "ნაპოლის" მცველთან კალიდუ კულიბალისთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდა.

Calcio Napoli 24 იუწყება, რომ ხავი სენეგალის ნაკრების წევრს ესაუბრა კატალონიური კლუბის გეგმებსა და ამბიციებზე. წყაროს მიხედვით, მათ შორის შეხვედრა ევროპის ლიგის საპლეიოფო მატჩების პერიოდში შედგა, სადაც ერთმანეთს "ბლაუგრანა" და ნეაპოლური გუნდი დაუპირისპირდნენ. 

შეგახსენებთ, რომ კულიბალის "ნაპოლისთან" კონტრაქტი 1 წელში ეწურება და ამ მომენტისთვის, მისი გახანგრძლივების პერსპექტივა არ ჩანს. ცნობილი ფაქტია, რომ ხავის ძალიან მოსწონს გამოცდილი 30 წლის უკანახაზელი და მის დასამატებლად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე იაქტიურებს.