ავტორიზაცია

ცნობილია თანხა, რომელსაც მანჩესტერი ტრანსფერებისთვის გამოყოფს — ტენ ჰაგის სიაში უკვე 3 ფეხბურთელია

ცნობილია თანხა, რომელსაც მანჩესტერი ტრანსფერებისთვის გამოყოფს — ტენ ჰაგის სიაში უკვე 3 ფეხბურთელია
თარიღი 20 მაი 2022, 10:56

მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ტენ ჰაგმა და მისმა შტაბმა სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადება დაიწყეს.

როგორც ცნობილი ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ი იტყობინება, ამ ზაფხულს "ეშმაკუნები" მზად არიან ახალ ფეხბურთელებში 140 მილიონ ევროზე მეტი დახარჯონ.

იმ მოთამაშეთა შორის, რომელთა დამატებაც "ემიუს" ახალ დამრიგებელს უნდა, იურიენ ტიმბერი და ანტონი ("აიაქსი"), აგრეთვე ფრენკი დე იონგი ("ბარსელონა") არიან.

ვარაუდობენ, რომ ტენ ჰაგი პრემიერ ლიგის დასკვნით ტურში "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "კრისტალ პალასს" შორის გასამართ შეხვედრას დაესწრება.

მოგეხსენებათ, 52 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მანიკუნიანელებთან 2025 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი ამ თვეში გააფორმა.