ავტორიზაცია

მადრიდის მერი: "მოდრიჩის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემთვის ყველაზე უბედურია"

მადრიდის მერი: "მოდრიჩის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემთვის ყველაზე უბედურია"
თარიღი 20 მაი 2022, 10:59

მადრიდის მერმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ იმის შესახებ ისაუბრა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე უბედური მომენტი ლუკა მოდრიჩს უკავშირდება.

ესპანელმა პოლიტიკოსმა, რომელიც "ატლეტიკოს" გულშემატკივარია, 2013/14 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხორვატის საგოლე გადაცემა გაიხსენა.

მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირების 93-ე წუთზე, როცა "სამეფო კლუბი" ანგარიშით 0:1 მარცხდებოდა, ლუკამ კუთხური ჩააწოდა, რასაც სერხიო რამოსის თავური გოლი მოჰყვა. დამატებით დროში "რეალმა" მეტოქე 4:1 გაანადგურა.

"მოდრიჩი არა მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელია, არამედ ბრწყინვალე ადამიანურ თვისებებსაც ფლობს. საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა".

"მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემთვის ყველაზე უბედურია. ვისურვებდი, რომ ეს კუთხური არ ყოფილიყო, მაგრამ მიხარია, მან რომ ჩააწოდა, ყველა სპორტული ღირებულების განსახიერებაა", - ციტირებს მარტინეს-ალმეიდას სიტყვებს Marca.