ავტორიზაცია

რადარზე 8 ფეხბურთელია — ჩელსი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს

რადარზე 8 ფეხბურთელია — ჩელსი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს
თარიღი 20 მაი 2022, 11:40

ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა უნდა.

როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, გარდა ჟიულ კუნდესი ("სევილია"), "არისტოკრატები" რამდენიმე ცენტრალური მცველის ვარიანტს განიხილავენ - პრესნელ კიმპემბე ("პსჟ"), იოშკო გვარდიოლი ("ლაიფციგი") და ხოსე ხიმენესი ("ატლეტიკო").

გარდა ამისა, "ჩელსის" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებაც სურს. კლუბი დეკლან რაისს ("ვესტ ჰემი") და ორელიენ ტჩუამენის ("მონაკო") აკვირდება. აგრეთვე, ლონდონელები "ბრაიტონის" მარცხენა მცველ მარკ კუკურელიასადმიც იჩენს ყურადღებას.

ლონდონელებმა შეიძლება თავდასხმის ხაზიც გააძლიერონ, მაგრამ ეს ფეხბურთელების გაყიდვაზეა დამოკიდებული. კლუბი "ბაიერნის" ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება, რომელმაც თქვა, რომ ზაფხულში სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა.

ასე და ამგვარად, სეზონის დასრულების შემდეგ "ჩელსი" რამდენიმე მოთამაშის ყიდვას აპირებს, მაგრამ ამისათვის კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტები ოფიციალურად რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაფორმდეს. აგრეთვე, ვითარებაზე გავლენას არენდით გაშვებული ფეხბურთელების მომავალიც მოახდენს.

როგორც ვარაუდობენ, "კრისტალ პალასში" განათხოვრებული კონორ გალაჰერი "ჩელსიში" დაბრუნდება და შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოლებს. ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ეს უკანასკნელი კლუბში. იჯარით გაშვებულ სხვა ფეხბურთელებსაც ექნებათ შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბრძოლის შანსი, რადგან გუნდის ბევრი მოთამაშის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგალითად, ეს ეხება ჟორჟინიოს, ნგოლო კანტეს, მარკოს ალონსოსა და სესარ ასპილიკუეტას.