ავტორიზაცია

ცვლილება ეროვნულ ნაკრებში: ქვილითაია ტრავმირებულია, მისი შემცვლელი ცნობილია

ცვლილება ეროვნულ ნაკრებში: ქვილითაია ტრავმირებულია, მისი შემცვლელი ცნობილია
თარიღი 20 მაი 2022, 12:46

GOAL.GE-ს ინფორმაციით, კვიპროსული "აპოელის" ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ მუხლის ტრავმა მიიღო.

ეროვნული ნაკრების რიგებში 28 წლის შემტევს "ნიუკასლ ჯეტსის" ფორვარდი, ბექა მიქელთაძე შეცვლის, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ავსტრალიაში მოასპარეზე 24 წლის ფეხბურთელი ლიგის ALL STAR-ში მოხვდა და 25 მაისს კატალონიის "ბარსელონასთან" გასამართ საჩვენებელ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ამ სეზონში მიქელთაძემ "ნიუკასლ ჯეტსის" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 3 ასისტიც მიითვალა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ივნისში 4 მატჩს გამართავს - ბულგარეთთან ორს, მაკედონიასთან და გიბრალტართან.