ავტორიზაცია

პელეგრინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის თავისი ფავორიტი დაასახელა

პელეგრინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის თავისი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 20 მაი 2022, 15:24

ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების ბოლო ტურის ეგიდით, მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბეტისს" უმასპინძლებს.

აღნიშნული დაპირისპირების წინ, ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა, სადაც მადრიდული გრანდი "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

– ფინალში ფავორიტს ხედავთ?

"ბრწყინვალე გუნდები არიან, "რეალის" გამარჯვებას ვისურვებდი, რადგან ესპანეთის ჩემპიონატში ვვასპარეზობთ".

"ამასთანავე ვფიქრობ, რომ მადრიდელები ბევრს იმსახურებენ, დიდი გუნდების წინააღმდეგ წარმოუდგენელი ქამბექები განახორციელეს".

"ვიმედოვნებ, "რეალმა" ამით ფინალში გამარჯვება დაიმსახურა", - ციტირებს 68 წლის ჩილელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

მოგეხსენებათ, პელეგრინის "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმუშავია, აღნიშნულ თანამდებობას იგი 2009/10 წლების სეზონში იკავებდა.