"მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება" - სანიოლი ჩაკვეტაძეზე საუბრობს

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი 23 წლის შემტევზე გიორგი ჩაკვეტაძეზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, ფრანგმა სპეციალისტმა ჩაკვეტაძე მოახლოებული მატჩებისთვის განაცხადში შეიყვანა.
"მას ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, რადგან რთული პერიოდი უდგას, დიდი ხანია არ უთამაშია და მანამდე სულ ტრავმები ჰქონდა.
გვახსოვს, როგორ ეხმარებოდა ის ნაკრებს წარმატების მიღწევაში. გიორგის ვესაუბრე და ვუთხარი, რომ შესაძლოა ის ამ მატჩებში სასტარტოში არ დამეყენებინა.
დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე მუშაობას გააგრძელებს და მალე 100%-ით მზად იქნება ჩვენს დასახმარებლად", - განაცხადა სანიოლმა.