ავტორიზაცია

"ჩვენი მბაპე, ნეიმარი, სალაჰი, ვან დეიკი და დე ბრუინია", - ტუხელმა ჩელსის წამყვანი ფეხბურთელი დაასახელა

"ჩვენი მბაპე, ნეიმარი, სალაჰი, ვან დეიკი და დე ბრუინია", - ტუხელმა ჩელსის წამყვანი ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 20 მაი 2022, 16:42

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გუნდის ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შეადარა.

მოგეხსენებათ, 31 წლის ფრანგი, რომელმაც ბოლო ოთხი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, "ლესტერთან" (1:1) გამართულ გუშინდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა.

"ვფიქრობ, ჩვენი წამყვანი ფიგურაა. წამყვანი, წამყვანი. მაგრამ ასეთი ფეხბურთელი მოედანზეა საჭირო, მან კი ჩატარებული მატჩების მხოლოდ 40 პროცენტში მიიღო მონაწილეობა, ამიტომაც სასწაულია, რომ მესამე ადგილზე ვართ".

"ჩვენი მო სალაჰი, ვან დეიკი, დე ბრუინი, ნეიმარი, კილიან მბაპეა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მინდორზე სხვაობას ქმნის და თუ შეხვედრების მხოლოდ 40 პროცენტში იღებს მონაწილეობას, ეს უდიდესი პრობლემაა. ნ'გოლომ უნდა ითამაშოს", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports-ი.

ცნობისთვის, 2021/22 წლების სეზონში კანტემ ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.