ავტორიზაცია

BREAKING: უეფა ყაზანს 2023 წლის ევროპის სუპერთასის მატჩის მასპინძლობის უფლებას ჩამოართმევს

BREAKING: უეფა ყაზანს 2023 წლის ევროპის სუპერთასის მატჩის მასპინძლობის უფლებას ჩამოართმევს
თარიღი 20 მაი 2022, 17:22

უეფა 2023 წლის ევროპის სუპერთასის შეხვედრას ყაზანიდან სხვა ქალაქში გადაიტანს, იტყობინება ESPN-ი.

ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი მატჩის ჩასატარებლად ალტერნატიულ ადგილებს უკვე ეძებს.

მოგეხსენებათ, უეფამ აქამდე რუსული კლუბები მომავალი სეზონისთვის ევროტურნირებიდან მოხსნა.

გარდა ამისა, სანქტ პეტერბურგს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა და პარიზს მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ ყაზანის "აკ ბარს არენა" პირველი რუსული სტადიონი უნდა გამხდარიყო, სადაც უეფას სუპერთასი ჩატარდებოდა.