ავტორიზაცია

სერია ა-ში 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს

სერია ა-ში 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს
თარიღი 20 მაი 2022, 19:59

სერია ა-მ 2021/22 წლების სეზონის გათამაშების MVP-ები გამოავლინა: საუკეთესო ფეხბურთელი 23 წლამდე, მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები კუთვნილ ჯილდოს სეზონის ბოლო სათამაშო დღეს მოედანზე მიიღებენ.

ასე და ამგვარად, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები:

საუკეთესო 23 წლამდე ფეხბურთელი: ვიქტორ ოსიმჰენი ("ნაპოლი");

საუკეთესო მეკარე: მაიკ მენიო ("მილანი");

საუკეთესო მცველი: გლეისონ ბრემერი ("ტორინო");

საუკეთესო ნახევარმცველი: მარსელო ბროზოვიჩი ("ინტერი");

საუკეთესო თავდამსხმელი: ჩირო იმობილე ("ლაციო").