ავტორიზაცია

მანჩესტერი სეზონის საუკეთესო მოთამაშის საზეიმოდ დაჯილდოვების ცერემონიალს აუქმებს

მანჩესტერი სეზონის საუკეთესო მოთამაშის საზეიმოდ დაჯილდოვების ცერემონიალს აუქმებს
თარიღი 20 მაი 2022, 20:18

"მანჩესტერ იუნაიტედმა" წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლინების ცერემონიალი ამ სეზონში გააუქმა.

The Mirror იუწყება, რომ "წითელი ეშმაკები" სეზონის გამორჩეულ მოთამაშეს ჩემპიონატის დასრულებამდე 2 კვირით ადრე ავლენდნენ და აჯილდოვბდნენ. თუმცა, ამ წელს მსგავსი რამ არ მომხდარა.

არადა, გულშემატკივრებს ჰქონდათ შესაძლებლობა ხმა თავიანთი რჩეული ფეხბურთელისთვის მიეცათ, მაგრამ უცნობია როგორ მოხდება საუკეთესოს იდენტიფიცირება.

წყაროზე დაყრდნობით, "მანჩესტერის" ფეხბურთელები იმდენად იმედგაცრუებულები არიან მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებით, რომ საზეიმო ღონისძიებების ხალისი არ აქვთ