ავტორიზაცია

ჰოლანდმა 33 ყოფილ თანაგუნდელს სამახსოვროდ ძვირადღირებული საჩუქრები გადასცა

ჰოლანდმა 33 ყოფილ თანაგუნდელს სამახსოვროდ ძვირადღირებული საჩუქრები გადასცა
თარიღი 20 მაი 2022, 20:32

"მანჩესტერ სიტის" ახალმა შენაძენმა ერლინგ ჰოლანდმა ყოფილ 33 თანაგუნდელს სამახსოვროდ საჩუქრები გადასცა.

The BILD იუწყება, რომ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა როლექსის ფირმის ძვირადღირებული საათები "დორტმუნდის" ფეხბურთელებს და კლუბის სხვა მომსახურე პერსონალს უყიდა.

ჰოლანდმა საათები ნიდერლანდებიდან სპეციალურად გამოყოფილი 2 ლიმუზინით ჩამოატანინა.

წყაროზე დაყრდნობით, საათების ღირებულება 13000 - 15000 ევროს ფარგლებში მერყეობდა. ამ ჟესტით, ახალგაზრდა გოლეადორმა პატივისცემა გამოხატა იმ ადამიანებისადმი, რომლებთან ერთადაც თავისი საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი პერიოდი გაატარა.