ავტორიზაცია

ტუხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც კანტეს მომავალ შემცვლელად მოიაზრებს

ტუხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც კანტეს მომავალ შემცვლელად მოიაზრებს
თარიღი 20 მაი 2022, 20:51

ლონდონის "ჩელსის" დამრიგებელი ტომას ტუხელი მიიჩნევს, რომ "არისტოკრატების" რიგებში ირიცხება ტალანტი, რომელიც მომავალში შესაძლოა კანტეს შემცვლელი გახდეს.

"რის ჯეიმს ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ამ ეტაპზე ნგოლოსთან პირდაპირ შედარებაზე ადრეა საუბარი, მაგრამ პოტენციალი ნამდვილად ჩანს".

"ჩვენ მას მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ შესაძლებლობების რეალიზებაში. საკუთარ თავზე კიდევ ბევრი აქვს სამუშაო."- ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Yahoo Sport.

22 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის ამ სეზონში 25 მატჩი ჩაატრა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.