ავტორიზაცია

პოლიციამ პრემიერ ლიგის მწვრთნელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პოლიციამ პრემიერ ლიგის მწვრთნელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თარიღი 20 მაი 2022, 21:05

მერსისაიდულმა პოლიციამ "კრისტალ პალასის" მწვრთნელის პატრიკ ვიეირას ქმედებაზე გამოძიება დაიწყო.

"ევერტონმა" "არწივებთან" დაძაბულ ბრძოლაში მოიგო და მეტოქე გუნდი ანგარიშით 3-2 დაამარცხა, რითაც პრემიერ ლიგაში დარჩენა გაინაღდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელი გუნდის გახარებული გულშემატკივრები მოედანზე შევარდნენ, რა დროსაც ვიერიამ ერთ-ერთ გულშემატკივარს წიხლი უთავაზა და წააქცია.

ეს კადრები ელვის სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში და ყურადღების მიღმა არც სამართალდამცველებისთვის დარჩენილა. საპოლიციო უწყებამ გამოძიების დაწყების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.

თავად მწვრთელს ამ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. არსებობს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციის საფრთხეც - იტყობინება The Sun.