ავტორიზაცია

მორატა არც იუვენტუსს სჭირდება და არც ატლეტიკოს — რა ბედი ეწევა ესპანელ ფორვარდს?

მორატა არც იუვენტუსს სჭირდება და არც ატლეტიკოს — რა ბედი ეწევა ესპანელ ფორვარდს?
თარიღი 20 მაი 2022, 23:20

"ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი, ალვარო მორატა, რომელიც იჯარის წესით "იუვენტუსის" ღირსებას იცავს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტურინს დატოვებს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "ბებერმა ქალბატონმა" 29 წლის ფორვარდს აცნობა, რომ მის კონტრაქტს არ შეისყიდის.

"იუვემ" ესპანელი ორი წლის წინ ინათხოვრა. საიჯარო ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ტურინელებს მისი შესყიდვა 35 მილიონ ევროდ შეუძლიათ, თუმცა ამ ოფციის გააქტიურებას არ აპირებენ.

ასე და ამგვარად, მორატას "ატლეტიკოში" დაბრუნება მოუწევს, მაგრამ იგი არც მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს გეგმებში არ შედის.

2021/22 წლების სეზონში გამოცდილმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.