ავტორიზაცია

ნაპოლიმ კულიბალის, რომლის შეძენაც 3 ევროპულ ტოპ კლუბს სურს, ფასი დაადო

ნაპოლიმ კულიბალის, რომლის შეძენაც 3 ევროპულ ტოპ კლუბს სურს, ფასი დაადო
თარიღი 21 მაი 2022, 00:05

"ნაპოლი" მზად არის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის ცენტრალურ მცველს, კალიდუ კულიბალის შეელიოს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, ნეაპოლელები სენეგალელს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის უკანახაზელით "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" ინტერესდებიან.

კულიბალი "ნაპოლის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილ აფრიკელს ნეაპოლელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება.