ავტორიზაცია

ესპანელი არბიტრი მსოფლიო რეკორდს დაამყარებს — ფეხბურთის ისტორიაში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა

ესპანელი არბიტრი მსოფლიო რეკორდს დაამყარებს — ფეხბურთის ისტორიაში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა
თარიღი 21 მაი 2022, 00:33

შაბათს, 21 მაისს, ცნობილი არბიტრი, მიგელ მატეო ლაოსი მსოფლიო რეკორდს დაამყარებს.

ასე და ამგვარად, ესპანელი ორ დღეში მისთვის უცხო ქვეყნებში, საუდის არაბეთსა და საბერძნეთში, ორ სათასო ფინალში იმსაჯებს.

ხუთშაბათს საღამოს, 45 წლის მატეო ლაოსმა მეფის თასის ეგიდით "ალ ჰილალსა" და "ალ ფეიჰას" (1:1, პენალტების სერიაში - 1:3) შორის გამართულ მატჩში იმუშავა. ამის შემდეგ იგი ათენში გაფრინდა, სადაც ხვალ "პანათინაიკოსსა" და "პაოკ"-ს შორის საბერძნეთის თასის გადამწყვეტი შეხვედრა ელის.

აღსანიშნავია, რომ 15 მაისს ლაოსი ესპანეთის ჩემპიონატში "კადისისა" და "რეალის" (1:1) მატჩს გაუძღვა.

რეკორდსმენის ბრიგადაში შედიან შემდეგი ასისტენტები: პაუ სებრიან დევისი და რობერტო დიას პერეს დელ პალომარი.