ავტორიზაცია

VIDEO: უგოლო ფრე სანტიაგო ბერნაბეუზე — რეალი ლა ლიგის ბოლო ტურში ბეტისს დაუზავდა

თარიღი 21 მაი 2022, 01:21

ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების 38-ე ტურში "რეალმა" შინაურ კედლებში "ბეტისს" უმასპინძლა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა - 0:0.

ერთადერთი საინტერესო და გამოსარჩევი რამ, რაც ამ შეხვედრაში მოხდა, ის გახლდათ, რომ მატჩის სტარტზე გუნდებმა ერთმანეთს საჩემპიონო დერეფანი მოუწყეს - "რეალმა" ლა ლიგა მოიგო, "ბეტისმა" კი კოპა დელ რეი.

ასე და ამგვარად, კარლო ანჩელოტის შეგირდებმა სატურნირო ცხრილში 86 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო ანდალუსიელებმა 65 ქულა დააგროვეს და სეზონი მე-5 პოზიციაზე დაასრულეს.