პოგბამ ახალ გუნდთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
დიდი ალბათობით, ახალ სეზონს პოლ პოგბა თავის ყოფილ გუნდში დაიწყებს.
როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, ფრანგმა ნახევარმცველმა „იუვენტუსთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
ტურინულ გუნდთან პოგბა 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური ხელფასი კი 7.5 მილიონი ევრო იქნება.
გარკვეული ბონუსების გათვალისწინებით, პოლის ხელფასმა წელიწადში შესაძლოა 10 მილიონ ევრომდეც კი მოიმატოს.
ცნობისთვის, „იუვეში" ფრანგი 2012-2016 წლებში თამაშობდა, სადაც მაშინაც „მან იუნაიტედიდან", ასევე უფასოდ გადავიდა.