ავტორიზაცია

ალვარო მორატა არავის არ სჭირდება

ალვარო მორატა არავის არ სჭირდება
თარიღი 21 მაი 2022, 12:08

თავდამსხმელი ალვარო მორატა სეზონის ბოლოს „იუვენტუსს" დატოვებს.

ტურინულმა გუნდმა 29 წლის ფეხბურთელს შეატყობინა, რომ „ატლეტიკოდან" მის გამოსყიდვას არ აპირებს. ინფორმაციას ესპანური Marca იტყობინება.

„იუვემ" მორატა „ატლეტიკოდან" ორი წლის წინ ინათხოვრა და გარიგებაში ჩაწერილი იყო გამოსასყიდი თანხა - 35 მლნ ევრო.

ახლა, მორატას „ატლეტიკოში" მოუწევს დაბრუნება, რომლის მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს გეგმებში ის ასევე არ შედის.

ამ სეზონში ალვარომ სერია ა-ს 35 მატჩში 9 გოლის გატანა შეძლო.