ავტორიზაცია

"მისი თამაში ჩემსას ძალიან ჰგავს", - რომელ მარჯვენა მცველს ადარებს საკუთარ თავს კაფუ?

"მისი თამაში ჩემსას ძალიან ჰგავს", - რომელ მარჯვენა მცველს ადარებს საკუთარ თავს კაფუ?
თარიღი 21 მაი 2022, 12:33

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა კაფუმ „ლივერპულის" ტრენტ ალექსანდრ-არნოლდზე ისაუბრა.

„ტრენტს და მის „ლივერპულურ" კარიერას ვაკვირდები. მისი პროგრესი ბოლო რამდენიმე წელში თვალშისაცემია. ის აშკარად ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს.

ის ახალგაზრდაა, ძლიერი და ძალიან გაიზარდა პროფესიონალური თვალსაზრისითაც, ასაკის მიუხედავად. ტრენტი ძალიან გამოცდილია და ჩემთან ბევრ მსგავსებას ვხედავ.

მას, ისევე როგორც მე, აქვს შეტევის სურვილი, მუდმივად წინ წასვლა სურს. მისი თამაში ძალიან ჰგავს ჩემსას." - ციტირებს კაფუს სიტყვებს BBC.

ამ სეზონში 23 წლის ტრენტმა პრემიერ ლიგის 31 მატჩში 2 გოლი და 12 საგოლე მიითვალა.