ავტორიზაცია

1984 წლის შემდეგ პირველად - გამორჩეული სეზონი მადრიდის რეალისთვის

1984 წლის შემდეგ პირველად - გამორჩეული სეზონი მადრიდის რეალისთვის
თარიღი 21 მაი 2022, 16:27

"მადრიდის რეალმა" ლა ლიგის 2021/22 წლის გათამაშება, "ბეტისთან" უგოლო ფრით დაასრულა და ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზეა კონცენტრირებული.

ეს სეზონი სამეფო კლუბისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. 1984 წლის შემდეგ პირველად, "ლოს ბლანკოსმა" სეზონი წითელი ბარათის გარეშე დაასრულა - ამ სტატისტიკურ მონაცემს აქვეყნებს საფეხბურთო ბლოგერი სემ ლევერიჯი.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ლა ლიგაში ამ წელს ყველაზე ბევრი წითელი ბარათი "ხეტაფემ" და "ვალენსიამ" მიიღეს. მათ მოედნიდან არბიტრებმა 8 ფეხბურთელი გაუძევეს.