ხავიმ ბარსაში დიდი წმენდა დაანონსა - ირკვევა წამსვლელთა ვინაობაც
"ბარსელონას" დამრიგებელმა ხავიმ პირდაპირ თქვა, რომ 4-5 ფეხბურთელთან შეხვედრა და მათი მომავლის განხილვა მოუწევს.
"თავს ცუდად ვგრძნობ იმის გამო, რომ რამდენიმე მოთამაშესთან უსიამოვნო საუბარი მომიწევს. თუმცა, სხვა გზა აქვს მაქვს, გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია." - დასძინა კატალონიური კლუბის ცოცხალმა ლეგენდამ ხავიმ პრეს-კონფერენციაზე.
როგორც სპორტულ მედია სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, "ბარსელონადან" წასვლის მთავარი კანდიდატები რიკი პუიგი, სამუელ უმტიტი, ოსკარ მინგესა და მარტინ ბრაიტვაიტი არიან.