ტამი აბრაჰამმა სადებიუტო სეზონშივე სერია ა-ში რეკორდი დაამყარა

"რომას" ახალწვეულმა ტამი აბრაჰამმა სადებიუტო სეზონშივე იტალიის სერია ა-ში ისტორია დაწერა.
Football Italia-ს მიხედვით, "ჩელსის" ყოფილი ფორვარდი გახდა პირველი ინგლისელი, რომელმაც იტალიის შიდა ჩემპიონატში 17 გოლის გატანა შეძლო. მანამდე, საუკეთესო მაჩვენებელი "ინტერის" ბრიტანელ შემტევს გერი ჰიტჩენს ჰქონდა. (16 გოლი, 1961/62 წლის სეზონი)
"მგლების" ფორვარდმა გაიბრწყინა ევროპის კონფერენს ლიგაზეც, სადაც 13 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და წინ როტერდამის "ფეიენოორდთან" ფინალი აქვს სათამაშო.
შეგახსენებთ, რომ ევროპის კონფერენს ლიგის ფინალი 25 მაისს გაიმართება, ალბანეთის ქალაქ ტირანაში. მატჩი 23 საათზე დაიწყება.