ავტორიზაცია

ცნობილია პირობები, რასაც ინტერი პაულო დიბალას სთავაზობს

ცნობილია პირობები, რასაც ინტერი პაულო დიბალას სთავაზობს
თარიღი 21 მაი 2022, 17:15

"ინტერს" მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "იუვენტუსის" ყოფილი კაპიტნის გაფორმება და სარფიან კონტრაქტსაც სთავაზობს.

ტურინული გამოცემა Tuttosport იუწყება, რომ "ნერაძურისა" და არგენტინელის წარმომადგენლებს შორის, ბოლო პერიოდში, რამდენიმე კონტაქტი შედგა და ეს სატრანსფერო საგა კულმინაციას უახლოვდება.

წყაროზე დაყრდნობით, "შავ-ლურჯებმა" დიბალას წელიწადში, ხელფასის სახით გარანტირებულ 6 მილიონს და + ბონუსის სახით 3 მილიონის დამატების პერსპექტივას სთავაზობენ. საუბარია 4 წლიან კონტრაქტზე. ახლა ყველაფერი 28 წლის შემტევის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.