ავტორიზაცია

კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ რეალს ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებული ნახევარმცველი ტოვებს

კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ რეალს ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებული ნახევარმცველი ტოვებს
თარიღი 21 მაი 2022, 17:26

"რეალის" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ისკო სამეფო კლუბს ტოვებს.

"ადრეც ვთქვი, რომ ისკოს მადრიდულ კლუბში დებიუტი ჩემს ხელში შედგა. კარგად მახსოვს, მან პირველივე მატჩში თავური დარტყმით გოლი გაიტანა.

ეს მისი ფანტასტიკური კარიერის დასასრულია "რეალში". დიახ, მას უფრო მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ მისი როლი გუნდის წარმატებებში ეჭვგარეშეა. მას მომავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა სეზონის ბოლო მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა ლა ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი ჩაიწერა აქტივში