ავტორიზაცია

გადაწყვეტილი ამბავია - ჯორჯო კიელინი კარიერას ამერიკულ მლს-ში გააგრძელებს

გადაწყვეტილი ამბავია - ჯორჯო კიელინი კარიერას ამერიკულ მლს-ში გააგრძელებს
თარიღი 21 მაი 2022, 17:36

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდა ჯორჯო კიელინი კარიერას ამერიკულ "მლს"-ში გააგრძელებს.

იტალიელი სპორტული ჟურნალისტი დანიელე ლონგო წერს, რომ "ლოს ანჯელესი" ვეტერანი იტალიელის ახალი გუნდი იქნება. როგორც ჩანს,  "ბიანკონერიში" გატარებული 17 წლის შემდეგ, 37 წლის ცენტრალური მცველი ევროპას ტოვებს და ძალებს სხვა კონტიტენტზე მოსინჯავს.

შეგახსენებთ, რომ კიელინიმ "ბაინკონერის" რიგებში 9 სკუდეტო მოიგო და 5-ჯერ იტალიის თასის მოგება იზეიმა. მან ასევე ორჯერ შეძლო უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა.