ყველაფერი დამთავრდა, ფულმა გაიმარჯვა - კილიან მბაპე პსჟ-ში რჩება!
კილიან მბაპემ მადრიდის „რეალს" კარიერაში უარი მეორედ უთხრა და „პსჟ-ში" რჩება.
ყველა ავტორიტეტული გამოცემა და მათ შორის, ფაბრიციო რომანოც იტყობინება, რომ კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენში" დარჩენა გადაწყვიტა და ამრიგად, „რეალი" 2017 წლის შემდეგ, უკვე მეორედ გაისტუმრა უარი.
როგორც ესპანელი ჟურნალისტი მარიო კორტეგანა ამბობს, ფრანგმა „რეალის" პრეზიდენტს პირადად დაურეკა და უთხრა, რომ „პსჟ-ში" დარჩენა გადაწყვიტა.
ფრანგული L'Equipe-ს ცნობით, მბაპე პარიზულ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამისათვის სოლიდურ თანხასაც მიიღებს.
ამრიგად, ყველაზე დრამატული და მოვლენებიანი სატრანსფერო საგა პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა.