ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მანჩესტერ სიტის სუპერვარსკვლავი დასახელდა

პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მანჩესტერ სიტის სუპერვარსკვლავი დასახელდა
თარიღი 21 მაი 2022, 17:54

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"ამ ჯილდოს მეორედ მოგება ჩემთვის დიდი პატივია და მიღწეული შედეგით ვამაყობ. პრემიერ ლიგაში უდიდესი კონკურენციაა და ამიტომაა, რჩეულად დასახელება ორმაგად სასიხარულო. 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, კლუბში მომუშავე პერსონალს, მწვრთნელებს და თანაგუნდელებს, რომელთა დახმარების გარეშე, ამას ვერ შევძლებდი." - უთხრა ბელგიელმა სუპერვარსკვლავმა "ქალაქელების" ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა პრემიერ ლიგის ამ წლის გათამაშებაში კარიერაში ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.