მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო - ბარსელონამ ბაიერნს ლევანდოვსკის შესაძენად შეთავაზებით მიმართა

„ბარსელონამ“ რობერტ ლევანდოვსკის შეძენისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა.
Bild-ის ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა „ბაიერნს“ პოლონელი ფორვარდის სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო ოფიციალურად შესთავაზა, თუმცა ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღია.
როგორც იწერება, მიუნხენური გუნდი მზად არის ფორვარდის გაშვებისთვის, თუმცა მხოლოდ 40+ მილიონიან შემოთავაზებებს განიხილავს.
გარდა ამისა, „ბაიერნს“ სურს, ლევანდოვსკისთვის ჯერ შემცვლელი მოიძიოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაყიდოს. ამ ეტაპზე, ყველაზე აქტიურად „ბაიერნს“ რიჩარლისონს უკავშირებენ.