ავტორიზაცია

ალეგრი იუვენტუსის შემადგენლობაზე: "5 ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს"

ალეგრი იუვენტუსის შემადგენლობაზე: "5 ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს"
თარიღი 22 მაი 2022, 10:57

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ სერია ა-ს ბოლო ტურში "ფიორენტინასთან" (0:2) მარცხზე კომენტარი გააკეთა.

"პირველი ტაიმი კარგი იყო. მაგრამ მოედნის ბოლო მესამედში ზედმეტად ბევრი შეცდომა დავუშვით და ზოგიერთ სიტუაციაში უკეთესად უნდა გვეთამაშა".

"გვყავდა ფეხბურთელები, რომლებსაც პრაქტიკულად არ უვარჯიშიათ. ახლა გვერდი უნდა გადავშალოთ და მომდევნო სეზონისთვის მოვემზადოთ".

"ხუთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე გვყავს: დუშან ვლაჰოვიჩი, მანუელ ლოკატელი, მატეის დე ლიგტი და ფედერიკო კიეზა. ფაბიო მირეტიმ ოთხი კარგი მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, ეტაპობრივად განვითარდება".

"ცხადია, ახალგაზრდობისა და გამოცდილების შერწყმაა საჭირო, რადგან მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით რთულია გამარჯვება".

"ვეტერანები ახალგაზრდა მოთამაშეებს განვითარებასა და ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. გუნდის მშენებლობაში ბალანსი გვჭირდება", - ციტირებს "ბებერი ქალბატონის" დამრიგებლის სიტყვებს Football Italia.