ავტორიზაცია

იუვენტუსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები გრძელდება — დე ლიგტს გამოსასყიდი თანხის შემცირება სურს

იუვენტუსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები გრძელდება — დე ლიგტს გამოსასყიდი თანხის შემცირება სურს
თარიღი 22 მაი 2022, 12:37

"იუვენტუსსა" და მცველ მატეის დე ლიგტს შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებში დიდი პროგრესი შეიმჩნევა.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის ნაკრებიის 22 წლის ფეხბურთელს "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლამდე აკავშირებს.

თუმცა, დე ლიგტის მხარე დაჟინებით მოითხოვს გამოსასყიდი თანხის ოდენობის შემცირებას, რომელიც ამჟამად 120 მილიონ ევროს შეადგენს, იუწყება გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "იუვენტუსს" ახალგაზრდა უკანახაზელთან თანამშრომლობის გაგრძელება 2026 წლამდე სურს.

2021/22 წლების სეზონში დე ლიგტმა ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.