ავტორიზაცია

რანგნიკი: "რონალდუ პრესინგის მონსტრი არ არის და არც არასდროს ყოფილა"

რანგნიკი: "რონალდუ პრესინგის მონსტრი არ არის და არც არასდროს ყოფილა"
თარიღი 22 მაი 2022, 13:34

"მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის აზრით, გუნდის თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ პრესინგში კარგი არ არის.

"რაღაც ეტაპზე, მაშინაც კი, როცა ვთამაშობდით, მაგალითად, "ნიუკასლის" ან "ნორვიჩის" წინააღმდეგ, უბრალოდ მივხვდით, რომ რთული იყო. წინასასეზონო მზადება არ ყოფილა, ფიზიკურ ფორმას ნამდვილად ვერ განვავითარებდით და გუნდის დონეს ვერ ავამაღლებდით".

"მაგრამ დამიჯერეთ, ყველაზე მეტად მე ვარ იმედგაცრუებული და უკმაყოფილო ამით. რაღაც მომენტში კომპრომისების მოძიება მოგვიწია: ცოტა ღრმად შეტევა, იმაზე ფიქრით, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ისე, რომ ჩვენმა შემტევმა ფეხბურთელებმა სწორი პოზიციები დაიკავონ".

"კრიშტიანუმ რამდენიმე გოლი გაიტანა, მაგრამ მაინც არ არის პრესინგის მონსტრი. ამის გამო მას არ ვადანაშაულებ, ბრწყინვალედ ითამაშა იმ შეხვედრებში. არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც ყვირის: "ბურთი მეტოქეს აქვს, როგორ უნდა წავართვათ?" ახალგაზრდობაშიც არ იყო ასეთი".

"იგივე ეხება რამდენიმე სხვა ფეხბურთელსაც, ამიტომაც რაღაც ეტაპზე კომპრომისებზე წასვლა მოგვიწია. ალბათ, ზედმეტად ბევრი კომპრომისი დავუშვით - ესეც შესაძლებელია. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ბურთთან ერთად და მის გარეშე ქმედებებს შორის სწორი ბალანსი ვერ ვიპოვეთ".

"მაშინაც კი, როცა ბურთს ვფლობდით, ვერ ვქმნიდით იმდენ მომენტს, რამდენიც შეგვძლო", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Manchester Evening News-ი.