ყველაფერი გადაწყდა? პოგბამ და იუვენტუსმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს
"იუვენტუსმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველთან პოლ პოგბასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
La Gazzeta dello Sport წერს, რომ 6 წლის შემდეგ, ფრანგი ნახევარმცველის ტურინში დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილია და გუნდების შორის ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერაღაა საჭირო.
პოგბასთვის მისაღებია "ბიანკონერის" მხრიდან შეთავაზებული პირობები. ის გუნდთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ფიქსირებულ 7.5 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით, ხოლო თუ კონტრაქტით გათვალისწინებული დეტალები შესრულდება, ეს ციფრი შესაძლოა 10 მილიონამდეც გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი შუახაზელი "ზებრების" რიგებში 2012 წლიდან 2016 წლამდე თამაშობდა. ჩაატარა 178 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.