ავტორიზაცია

რამდენად რეალურია ნეიმარის ჩელსიში ტრანსფერი? ამაზე საუბრები უკვე დაიწყო

რამდენად რეალურია ნეიმარის ჩელსიში ტრანსფერი? ამაზე საუბრები უკვე დაიწყო
თარიღი 22 მაი 2022, 18:40

"პსჟ"-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ლონდონის "ჩელსის" დაუკავშირეს, სადაც მისი ფავორიტი მწვრთნელი მუშაობს.

მბაპემ პარიზულ გუნდში დარჩენა დაადასტურა, რაც დიდ ფინანსურ სახსრებთანაა დაკავშირებული. იზრდება შანსები, რომ ნეიმარს გუნდის დატოვება და კარიერაში ახალ გამოწვევასთან შეჭიდება მოუწიოს.

Football.London იუწყება, რომ 30 წლის შემტევსა და "არისტოკრატების" გერმანელ სპეციალისტს ერთმანეთთან ჩინებული ურთიერთობა აკავშირებთ და მისი ლონდონურ კლუბში გადაბარგება ალოგიკური არ იქნება. წყაროზე დაყრდნობით, ამ საკითხზე აქტიურად იწერება ფრანგულ საფეხბურთო პორტალებში. მოგეხსენებათ, ერთი პეიროდი ტუხელი ნეიმარის დამრიგებელიც იყო "პსჟ"-ში.

მედია სივრცეში გაიხსენეს ბრაზილიელის Canal+ -სთან 2019 წელს მიცემული ინტერვიუ: "ტუხელი ჩემი მეგობარია და მას დიდ პატივს ვცემ. მასთან პირველი შეხვედრისთანავე მივხვდი, რომ დიდი მწვრთნელია. როდესაც მწვრთნელის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაქვს, მოედანზე სიცოცხლესაც დათმობ მისთვის."