ავტორიზაცია

მილანი ევროპის ჩემპიონს იფორმებს - გადამწყვეტი შეხვედრა მომდევნო კვირას შედგება

მილანი ევროპის ჩემპიონს იფორმებს - გადამწყვეტი შეხვედრა მომდევნო კვირას შედგება
თარიღი 22 მაი 2022, 19:19

"ლილის" ახალგაზრდა ნახევარმცველს რენატო სანჩესს "მილანში" გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

უკვე დიდი ხანია, რაც "როსონერის" პორტუგალიელ შუახაზელს უკავშირებენ. იტალიური გამოცემა TuttoMercatoWeb იუწყება, რომ მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ.

წყაროს მიხედვით, სანჩესის გაფორმება ლომბარდიულ კლუბს დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდება. გადამწყვეტი შეხვედრა მომდევნო კვირას არის ჩანიშნული.

24 წლის ნახევარმცველმა 2021/22 წლის საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 25 მატჩში, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.