VIDEO: 10 წლის წინანდელის დე-ჟა-ვუ? სიტი ინგლისის ჩემპიონი მორიგი საოცარი ქამბექის შემდეგ გახდა

პრემიერ ლიგის უკანასკნელ, 38-ე ტურში ნამდვილი დრამა დატრიალდა.
ბოლო ტურში ყველაფერი „სიტის“ ხელში იყო, რომელსაც ჩემპიონობისთვის „ასტონ ვილას“ დამარცხება სჭირდებოდა და განურჩევლად პარალელურად „ლივერპულის“ მატჩში დაფიქსირებული შედეგისა - გაჩემპიონდებოდა.
„სიტი“ 3:2 „ასტონ ვილა“
„ლივერპული“ 3:1 „ვულვზი“
მეორე ტაიმისთვის ორივე მატჩში ძალიან დრამატული სიტუაცია იყო - „სიტი“ შინ 0:2-ს მარცხდებოდა, პარალელურად კი „ლივერპულის“ მატჩში 1:1 იყო და კლოპის გუნდს გამარჯვებისთვის ერთი გოლი სჭირდებოდა.
თუმცა, გვარდიოლას გუნდმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა - მეორე ნახევრის 6 წუთში 3 გოლი გაიტანა და ჩემპიონობა დრამატულ სტილში მოიპოვა.
პარალელურ მატჩში „ლივერპულმა“ თავისი საქმე შეასრულა და მეტოქეს 3:1 მოუგო, თუმცა „სიტიმ“ ძალიან დრამატული ქამბექის შედეგად თავისას მაინც მიაღწია და ზედიზედ მეორედ მოახერხა პრემიერ ლიგის მოგება.