ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის ტიტულებით პეპმა მოურინიო და ვენგერი ჩამოიტოვა - წინ მხოლოდ ფერგიუსონია

პრემიერ ლიგის ტიტულებით პეპმა მოურინიო და ვენგერი ჩამოიტოვა - წინ მხოლოდ ფერგიუსონია
თარიღი 22 მაი 2022, 21:29

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონატი დრამატულ სტილში მოიგო. 

ბოლო ტურში გვარდიოლას გუნდმა „ასტონ ვილასთან“ მატჩი 0:2-დან შემოატრიალა და 3:2 ექვს წუთში მოიგო.

პრემიერ ლიგის ტიტულებით ესპანელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო და არსენ ვენგერი ჩამოიტოვა, რომლებსაც ეს პრიზი 3-ჯერ აქვთ მოგებული.

ამრიგად, პეპზე წინ პრემიერ ლიგის ტიტულების რაოდენობით მხოლოდ „მან იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონია, რომელმაც გუნდი ჩემპიონობამდე 13-ჯერ მიიყვანა.