ავტორიზაცია

VIDEO: 11-წლიანი ლოდინი დასრულებულია! მილანი იტალიის ჩემპიონი გახდა

VIDEO: 11-წლიანი ლოდინი დასრულებულია! მილანი იტალიის ჩემპიონი გახდა
თარიღი 22 მაი 2022, 22:15

სერია ა-ს 38-ე ტურში „მილანმა“ სტუმრად „სასუოლოს“ მოუგო და 11-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონი გახდა!

რეჯიო ემილიაში გამართული შეხვედრა „როსონერის“ გამარჯვებით 3:0 დასრულდა და გუნდმა „ინტერი“ 2 ქულით ჩამოიტოვა.

ამ შეხვედრაში „მილანს“ ჩემპიონობისთვის ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა გუნდმა ეს არ იკმარა და ჟირუს დუბლით და კესის გოლით 3:0 იმარჯვა.

ამრიგად, „მილანმა“ 2011 წლის შემდეგ პირველად მოახერხა იტალიის ჩემპიონატის მოგება!