ავტორიზაცია

"ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა", - კონტემ სეზონი შეაჯამა

"ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა", - კონტემ სეზონი შეაჯამა
თარიღი 22 მაი 2022, 23:12

„ტოტენჰემის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრემიერ ლიგის სეზონი შეაჯამა.

„დეზებმა“ ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავეს და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ.

„სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. ზოგჯერ, არამარტო ტიტულია მნიშვნელოვანი. გუნდი თავის უმაღლეს დონეზე გავიდა, რომელზეც ნოემბერში მხოლოდ ვოცნებობდით - მაშინ, სიტუაცია საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა სხვადასხვა მიზეზებით.

გუნდმა მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა და ერთად დავიწყეთ პრობლემების მოგვარება, გზად ტრავმებიც შეგვხვდა.

დიდი საქმე შევასრულეთ, ჩემთვის ეს ურთულეს ლიგაში მნიშვნელოვანი მიღწევაა. აქ საუკეთესო მწვრთნელები და საუკეთესო ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. გახარებული ვარ, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთი ტიტული ვერ მოვიგე.“ - აღნიშნა იტალიელმა.