ავტორიზაცია

რონალდუს გარეშე მანჩესტერმა ამ სეზონში პრემიერ ლიგის ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო

რონალდუს გარეშე მანჩესტერმა ამ სეზონში პრემიერ ლიგის ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო
თარიღი 22 მაი 2022, 23:57

პრემიერ ლიგის ამ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი გუნდში გადავიდა.

38-ე ტურში რალფ რანგნიკის გუნდი სტუმრად „კრისტალ პალასთან“ 0:1 დამარცხდა, თუმცა ევროპა ლიგის საგზური „ვესტ ჰემის“ ფეხის დაცდენის გამო მაინც მოიპოვა.

პორტუგალიელმა აღნიშნული შეხვედრა მცირე დაზიანების გამო გამოტოვა.

პორტუგალიელი „იუნაიტედში“ „იუვენტუსიდან“ ამ სეზონის სტარტზე გადავიდა, როცა პრემიერ ლიგის სამი მატჩი უკვე ჩატარებული იყო.

ამის შემდეგ, მან სხვადასხვა მიზეზების გამო პრემიერ ლიგის ხუთი მატჩი გამოტოვა, ორჯერ მისმა გუნდმა ფრე ითამაშა, სამჯერ კი დამარცხდა.